| დამწყებ კინოხელოვანთა ხელშეწყობა |
|
|
|
წლის ბოლომდე ორი კონკურსი და სამი პროგრამა გამოცხადდება. GFM Studio-ს პრეზიდენტის გიორგი ხარებავას თქმით, კომპანია განაგრძობს ახალგაზრდა და დამწყები კინოშემოქმედების მხარდაჭერას და სცენარის ავტორებს, რეჟისორებსა და მსახიობებს სხვადასხვა სახის მხარდამჭერ პროგრამებს შეთავაზებს. ორივე კონკურსი ოქტომბერში გამოცხადდება და შეეხება მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და სარეკლამო რგოლების დამზადებას, ასევე პროდუქციის სხვადასხვა ეტაპზე ავტორთა მხარდაჭერას. „მხარდაჭერის სამი პროგრამა წლის ბოლომდე გამოცხადდება და შეეხება კინოთეორიას, კინოსტანდარტებსა და ანიმაციის დარგებს“, აღნიშნა ხარებავამ. მხარდაჭერის პროექტებს წარმართავს არაკომერციული ორგანიზაცია GFM Filmbridge, რომლის მიზნებში ქართული კინოინდუსტრიის განვითარება, ასევე საქართველოში და სხვა პერსპექტიული ბაზრის ქვეყნებში კინოშემოქმედებისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნა შედის. დამატებითი ინფორმაცია GFM Filmbridge-ის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის საიტზე GeorgianFilm.com |

