| GeorgianFilm.com საიტის წარდგენა |
|
|
|
ფუნქციონირება დაიწყო არაკომერციული ორგანიზაცია GFM Filmbridge-ის ქართული კინოინდუსტრიისადმი მიძღვნილმა საიტმა. პროექტი მიზნად ისახავს ქართული კინოშემოქმედებისა და ინდუსტრიის შესახებ საერთაშორისო მასშტაბით ინფორმაციის გავრცელებას. ასევე წახალისდება ქართულ კინოინდუსტრიაში საერთაშორისო თანამშრომლობის მოზიდვას. ორგანიზაცია GFM Filmbridge-ის პროექტებში შედის საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან, ასევე ინტელექტუალური საკუთრების საკითხებთან დაკავშირებულ სხვა საკითხების რეგულირება, ქართულ კინოწარმოებაში საბეგარო წახალისებების შექმნა, ასევე სხა პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოში და სხვა პერსპექტიული ბაზრის მქონე ქვეყნებში ძლიერი, კონკურენუნარიანი და მზარდი შემოქმედებით-გასართობი ინდუსტრიის ჩამოყალიბებისათვის. თუ გსურთ შეიტყოთ მეტი GFM Filmbridge-ის და მისი პროექტების შესახებ, ან მონაწილეობა მიიღოთ კონკრეტულ პროექტებში, მოინახულეთ GeorgianFilm.com
|

