| დისტრიბუცია საზღვარგარეთ |
|
|
|
GFM Studio-ს საერთაშირისო დისტრიბუციის დივიზიის მიზანია ქართული პროდუქციის მსოფლიოს მარკეტებზე გატანა. დივიზია ზრუნავს საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ პროდუქციას, ასევე ხელი შეუწყოს ქართული ფილმების საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებასა და გავრცელებას. დივიზია მოქმედებს როგორც საინფორმაციო, ასევე ექსპორტის საშუამავლო სააგენტო. იგი მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზატორებთან, გაყიდვების აგენტებთან, შემსწყიდველებთან, დისტრიბუტორებთან და მედიასთან. დივიზია ადგილობრივ მწარმოებელს მრავალ სერვისს თავაზობს, ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი ინდუსტრიის წარმომადგენლების საერთაშორისო ფესტივალებზე და ბაზრებზე აქტივობას. თანამედროვე და კლასიკური ქართული ფილმების შესახებ ინფორმაციას სტუდია სხვადასხვა საშუალებით ავრცელებს. ინფორმაცია ასევე ქვეყნდება პარტნიორ არაკომერციული ორგანიზაცია GFM Filmbridge-ის მიერ შექმნილ საიტზე ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს აღნიშნულ საიტზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ კინოინდუსტრიის შესახებ განახლებადი ინფორმაცია, მონაცემთა ბაზა, ასევე ქვეყანაში მოქმედი საპროდიუსერო კომპანიების, კინინსტიტუტების, კინოორგანიზაციების და დისტრიბუტორების სია. თუ გსურთ თვენი პროდუქციის საერთაშორისო მასშტაბით დისტრიბუციის შესაძლებლობების განხილვა, GFM Studio-ს საერთაშირისო დისტრიბუციის დივიზიას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ელფოსტაზე ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს დამწყები და სტუდენტი კინოშემოქმედდათვის სტუდიას რამდენიმე მხარდამჭერი პროგრამა გააჩნია, რომელთა შესახებ ინფორმაცია ამ საიტზე ქვეყნდება. დამატებითი ინფორმაციისათვის და პროდუქციის საერთაშორისო ფესტივალებზე წარდგენაში მხარდაჭერისათვის ასევე შეგიძლიათ საერთაშორისო დისტრიბუციის დივიზიას დაუკავშირდეთ. |

