ზაზა კოლელიშვილის ფილმი „ომი და ქორწილი“ PDF ბეჭდვა ელფოსტა
პარასკევი, 22 იანვარი 2010 12:42

 ომი და ქორწილი

GFM Studio ჩაერთო ზაზა კოლელიშვილის ფილმის „ომი და ქორწილი“ პოსტპროდუქციის ბოლო ეტაპზე და სტუდიის შემოქმედებითმა ჯგუფმა შექმნა ფილმის DVD და Blu-Ray ვერსიები, სამენოვანი სუბტიტრირებით (ქართული, რუსული და ინგლისური).

ფილმის პრემიერა 2010 წლის 21 იანვარს თბილისში, კინოთეატრ ამირანში და რუსთაველში შედგა.

საინტერესო ფაქტი: ფილმი გადაღებული იქნა PAL ფორმატში და მისი Blu-Ray ვერსიაც ამ სისტემაზე შეიქმნა, ვინაიდან საქართველო Blu-Ray სპეციფიკაციის მსოფლიო რეგიონალური დაყოფით ევროპის ზონაში  შედის, ხოლო ფილმის Blu-Ray ასლები ზემოთ აღნიშნულ კინოთეატრებში გასაშვებად იყო გამიზნული.

თუმცა ქართულ კინოთეატრებში ამ ფორმატის გამშვები აპარატურა არ აღმოჩნდა (კინოთეატრებს ამჟამად მხოლოდ ამერიკული NTSC  სისტემის Blu-Ray გამშვები გააჩნიათ), რის გამოც საჭირო გახდა ფილმის ხელახალი Blu-Ray ავტორინგი და ფორმატირება NTSC სისტემაზე.

ვფიქრობთ ეს ინფორმაცია გამოადგება ყველა იმ ავტორს, ვინც თავისი ფილმის დიდ ეკრანზე ციფრული ფორმატით ჩვენებას აპირებს საქართველოში. აღნიშნული მიზეზების გამო ფილმის მწარმოებლებს ვურჩევთ პრეზენტაციამდე გადაამოწმონ თეატრში არსებული შესაძლებლობები და სისტემების მხარდაჭერა (აქვე — ეს არ ეხება DVD ფორმატს).

დამატებითი ინფორმაციისათვის ფილმის შესახებ იხილეთ შესაბამისი სტატია საიტზე 24saati.ge

 
ედვინს შნორის ფილმი „საბჭოთა ისტორია“ PDF ბეჭდვა ელფოსტა
სამშაბათი, 22 დეკემბერი 2009 12:42

დეკემბერში სტუდიამ ედვინს შნორის ცნობილი დოკუმენტური ფილმის საბჭოთა ისტორია (The Soviet Story) ქართულ ენაზე დუბლირება და სუბტიტრირება განახორციელა.

პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით და ფილმის შემქმნელებთან თანამშრომლობით განხორციელდა. 

სტუდიამ უზრუნველყო ფილმის დიალოგების ქართულად ჩაწერა, დამუშავება, ხმოვანი ბილიკების დაბალანსება და გაერთიანება, DVD მენიუს დიზაინი და ავტორინგი, ხოლო შემდგომ ორ ენაზე სუბტიტრირებული ვერსიის 3000 ეგზემპლარად დაბეჭდვა და გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სადისტრიბუციო ქსელში ამ ფილმის მანამდე გამოშვებულ DVD ვერსიას ერთვოდა სუბტიტრები 15 სხვადასხვა ენაზე. ჩვენი სტუდიის მიერ ფილმის რეჟისორთან თანამშრომლობით მეთექვსმეტე ენად ქართულიც დაემატა და უკვე 2010 წლიდან გაყიდვების ქსელში მსოფლიო ქართულ ენაზე სუბტიტრირებულ ფილმს იხილავს.

რაც შეეხება ფილმის ქართულ ენაზე დუბლირებას, ეს GFM Studio-ს ბაზაზე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შესრულდა. მოგეხსენებათ, რომ დუბლირებაში იგულისხმება ფილმიდან ორიგინალური დიალოგების ამოღება და ხელახლა გახმოვანება რომელიმე (ამ შემთხვევაში ქართულ) კონკრეტულ ენაზე და არა ფილმის ხმოვანების ჩაწევა და ორიგინალურ ხმაზე ახალი გახმოვანების ზემოდან დადება (როგორც ხშირად გვხვდება ხოლმე ქართულ მედია სივრცეში).

ფილმის ქართული ვერსია გაყიდვების ქსელში არ გამოსულა, რადგან მისი ლიმიტირებული ტირაჟირება კონკრეტულ მიზნებს ემსახურებოდა.

ფილმის შეძენა ქართულენოვანი სუბტიტრებით შესაძლებელია ფილმის ოფიციალური საიტიდან. DVD-ს გამოწერა ასევე შესაძლებელია Amazon.com ინტერნეტ-მაღაზიის ამერიკული ფილიალიდან.

 
აუდიო წიგნების დამზადება PDF ბეჭდვა ელფოსტა
პარასკევი, 04 დეკემბერი 2009 12:42

GFM Studio-ს ბაზაზე შესრულდა ახალი, ძალზე საინტერესო პროექტი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაკვეთით, ჩაიწერა ბაკალავრიატის სტუდენტთათვის განკუთვნილი სასწავლო კურსის „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“ ტექსტების აუდიო ვერსიები.

ფროიდირუსოიუნგი 

ჩანაწერები ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საიტზე გამოქვეყნდა, საიდანაც სტუდენტს ან ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩამოტვირთოს და მოისმინოს მსახიობების მიერ წაკითხული ტექსტები. აუდიო წიგნების მოსმენა ნებისმიერი ციფრული დამკვრელის საშუალებით არის შესაძლებელი, როგორიცაა iPod ან სხვა mp3 დამკვრელები, მობილური ტელეფონები ან პერსონალური კომპიუტერები.

პროექტის ფარგლებში დამუშავდა და გამოიცა ოცამდე ავტორის ნაშრომი.

აღსანიშნავია, რომ წიგნების აუდიო ვერსიების გამოცემის ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება და მსმენელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ასეთი გამოცემები ასევე მოსახერხებელია განსაკუთრებული მხედველობის მქონე მსმენელთათვის.

ტექსტების აუდიო და ტექსტურ ვერსიები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საიტის i-ბიბლიოთეკის სექციიდან, ან პირდაპირ ფაილთა საცავიდან.

 
ანრი ჯოხაძის ახალი კლიპი PDF ბეჭდვა ელფოსტა
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2009 00:00

GFM Studio-ში დასრულდა ანრი ჯოხაძის ახალი კლიპის მონტაჟი, რომელიც შექმნილია გოგი ცაბაძის ცნობილ სიმღერაზე, რომელსაც თავად ანრი ჯოხაძე ასრულებს.

კადრი ანრი ჯოხაძის კლიპიდან_1

სტუდიამ უზრუნველყო კლიპის HD ფორმატზე გადაღების ტექნიკა, ასევე გაწია სრული მომსახურეობა პოსტპროდუქციის პერიოდში. მონტაჟი ასევე HD (სრული HD 1920x1080) ფორმატზე განხორციელდა.

ანრი ჯოხაძე 

კლიპის პრეზენტაცია კინოთეატრ რუსთაველში შედგა.

კლიპის რეჟისორმა, მომღერალმა ანრი ჯოხაძემ აღნიშნა, რომ ძალიან კმაყოფილი დარჩა GFM Studio-ს მიერ გაწეული მომსახურეობით და სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილით ახალ კლიპზე მუშაობას გეგმავს.

კადრი ანრი ჯოხაძის კლიპიდან_გადაღება 

დამატებითი ინფორმაციისათვის კლიპის შესახებ იხილეთ სტატია საიტზე ambebi.ge  

 
«დასაწყისიწინა123შემდეგიბოლო»

ბლიც - სიახლეები

ჩვენმა ტექნიკურმა განყოფილებამ გააუმჯობესა Blu-Ray Live (BD-Live) სპეციფიკაციის მხარდაჭერა. ფორმატი Blu-Ray დისკების დაპროგრამებისას ნოვატორული ინტერაქტიული ფუნქციების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. BD-Live (იგივე Profile 2.0) ფილმების სამომხმარებლო ბაზარზე გამოცემის სამომავლო ფორმატია.

...

ჩვენმა ტექნიკურმა განყოფილებამ გააუმჯობესა Blu-Ray Live (BD-Live) სპეციფიკაციის მხარდაჭერა. ფორმატი Blu-Ray დისკების დაპროგრამებისას ნოვატორული ინტერაქტიული ფუნქციების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. BD-Live (იგივე Profile 2.0) ფილმების სამომხმარებლო ბაზარზე გამოცემის სამომავლო ფორმატია.

...

ახალი მხატვრული პროექტის, სამუშაო სახელით The Sequences, განვითარების ეტაპი დაწყო.  ისტორია თბილისის ერთ კონკრეტულ ადგილას განვითარებულ თანამიმდევრობებს შეეხება.  კვლავ გადაუწყვეტელია პროექტი 35მმ ფირმზე იწარმოება თუ პირდაპირ ციფრულ 4K ფორმატზე.

...

ჩვენმა ტექნიკურმა განყოფილებამ გააუმჯობესა Blu-Ray Live (BD-Live) სპეციფიკაციის მხარდაჭერა. ფორმატი Blu-Ray დისკების დაპროგრამებისას ნოვატორული ინტერაქტიული ფუნქციების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. BD-Live (იგივე Profile 2.0) ფილმების სამომხმარებლო ბაზარზე გამოცემის სამომავლო ფორმატია.

Your are currently browsing this site with Internet Explorer 6 (IE6).

Your current web browser must be updated to version 7 of Internet Explorer (IE7) to take advantage of all of template's capabilities.

Why should I upgrade to Internet Explorer 7? Microsoft has redesigned Internet Explorer from the ground up, with better security, new capabilities, and a whole new interface. Many changes resulted from the feedback of millions of users who tested prerelease versions of the new browser. The most compelling reason to upgrade is the improved security. The Internet of today is not the Internet of five years ago. There are dangers that simply didn't exist back in 2001, when Internet Explorer 6 was released to the world. Internet Explorer 7 makes surfing the web fundamentally safer by offering greater protection against viruses, spyware, and other online risks.

Get free downloads for Internet Explorer 7, including recommended updates as they become available. To download Internet Explorer 7 in the language of your choice, please visit the Internet Explorer 7 worldwide page.