| საავტორო უფლებათა დაცვის ინიციატივა |
|
|
|
| შაბათი, 20 სექტემბერი 2008 00:00 |
|
GFM Studio მონაწილეობას მიიღებს საქართველოში საავტორო უფლებათა დაცვის ინიციატივაში. პროექტი მზადდება არაკომერციული ორგანიზაციის GFM Filmbridge-ის მიერ და განხორციელდება GFM Studio-სთან და სხვა თანამშრომელ ორგანიზაციებთან ერთად. პროექტი იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, კონკურენტუნარიანი კინოინდუსტრიის კანონიერი გზით განვითარებისთვის და მკვეთრად გაზრდის ქვეყანაში როგორც შემოქმედებით პოტენციალს, ასევე საბაზრო პირობებს. ინიციატივა ითვალისწინებს არააგრესიულ, თუმცა დაწვრილებით და საზოგადოების ჩართულობის პრინციპის გათვალისწინებით მიდგომას, რაც მომდევნო 24 თვის განმავლობაში ქვეყანაში ამჟამად არარსებულ გასართობ-შემოქმედებით ბაზარს ფუნქციონალურ, კონკურენტუნარიან და მზარდ ინდუსტრიად გარდაქმნის, რომელსაც ექნება დისტრიბუციის პირდაპირი ქსელი, ფილმების სრული ლიცენზირების მუშა მოდელი კინო, ტელე, რადიო ინდუსტრიაში. დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება პროექტის დაწყებისთანავე. |


