| ანრი ჯოხაძის ახალი კლიპი |
|
|
|
| სამშაბათი, 24 ნოემბერი 2009 00:00 |
|
GFM Studio-ში დასრულდა ანრი ჯოხაძის ახალი კლიპის მონტაჟი, რომელიც შექმნილია გოგი ცაბაძის ცნობილ სიმღერაზე, რომელსაც თავად ანრი ჯოხაძე ასრულებს.
სტუდიამ უზრუნველყო კლიპის HD ფორმატზე გადაღების ტექნიკა, ასევე გაწია სრული მომსახურეობა პოსტპროდუქციის პერიოდში. მონტაჟი ასევე HD (სრული HD 1920x1080) ფორმატზე განხორციელდა.
კლიპის პრეზენტაცია კინოთეატრ რუსთაველში შედგა. კლიპის რეჟისორმა, მომღერალმა ანრი ჯოხაძემ აღნიშნა, რომ ძალიან კმაყოფილი დარჩა GFM Studio-ს მიერ გაწეული მომსახურეობით და სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილით ახალ კლიპზე მუშაობას გეგმავს.
დამატებითი ინფორმაციისათვის კლიპის შესახებ იხილეთ სტატია საიტზე ambebi.ge |



