| ზაზა კოლელიშვილის ფილმი „ომი და ქორწილი“ |
|
|
|
| პარასკევი, 22 იანვარი 2010 12:42 |
|
GFM Studio ჩაერთო ზაზა კოლელიშვილის ფილმის „ომი და ქორწილი“ პოსტპროდუქციის ბოლო ეტაპზე და სტუდიის შემოქმედებითმა ჯგუფმა შექმნა ფილმის DVD და Blu-Ray ვერსიები, სამენოვანი სუბტიტრირებით (ქართული, რუსული და ინგლისური). ფილმის პრემიერა 2010 წლის 21 იანვარს თბილისში, კინოთეატრ ამირანში და რუსთაველში შედგა. საინტერესო ფაქტი: ფილმი გადაღებული იქნა PAL ფორმატში და მისი Blu-Ray ვერსიაც ამ სისტემაზე შეიქმნა, ვინაიდან საქართველო Blu-Ray სპეციფიკაციის მსოფლიო რეგიონალური დაყოფით ევროპის ზონაში შედის, ხოლო ფილმის Blu-Ray ასლები ზემოთ აღნიშნულ კინოთეატრებში გასაშვებად იყო გამიზნული. თუმცა ქართულ კინოთეატრებში ამ ფორმატის გამშვები აპარატურა არ აღმოჩნდა (კინოთეატრებს ამჟამად მხოლოდ ამერიკული NTSC სისტემის Blu-Ray გამშვები გააჩნიათ), რის გამოც საჭირო გახდა ფილმის ხელახალი Blu-Ray ავტორინგი და ფორმატირება NTSC სისტემაზე. ვფიქრობთ ეს ინფორმაცია გამოადგება ყველა იმ ავტორს, ვინც თავისი ფილმის დიდ ეკრანზე ციფრული ფორმატით ჩვენებას აპირებს საქართველოში. აღნიშნული მიზეზების გამო ფილმის მწარმოებლებს ვურჩევთ პრეზენტაციამდე გადაამოწმონ თეატრში არსებული შესაძლებლობები და სისტემების მხარდაჭერა (აქვე — ეს არ ეხება DVD ფორმატს). დამატებითი ინფორმაციისათვის ფილმის შესახებ იხილეთ შესაბამისი სტატია საიტზე 24saati.ge |



