| ედვინს შნორის ფილმი „საბჭოთა ისტორია“ |
|
|
|
| სამშაბათი, 22 დეკემბერი 2009 12:42 |
|
დეკემბერში სტუდიამ ედვინს შნორის ცნობილი დოკუმენტური ფილმის საბჭოთა ისტორია (The Soviet Story) ქართულ ენაზე დუბლირება და სუბტიტრირება განახორციელა. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით და ფილმის შემქმნელებთან თანამშრომლობით განხორციელდა. სტუდიამ უზრუნველყო ფილმის დიალოგების ქართულად ჩაწერა, დამუშავება, ხმოვანი ბილიკების დაბალანსება და გაერთიანება, DVD მენიუს დიზაინი და ავტორინგი, ხოლო შემდგომ ორ ენაზე სუბტიტრირებული ვერსიის 3000 ეგზემპლარად დაბეჭდვა და გამოცემა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სადისტრიბუციო ქსელში ამ ფილმის მანამდე გამოშვებულ DVD ვერსიას ერთვოდა სუბტიტრები 15 სხვადასხვა ენაზე. ჩვენი სტუდიის მიერ ფილმის რეჟისორთან თანამშრომლობით მეთექვსმეტე ენად ქართულიც დაემატა და უკვე 2010 წლიდან გაყიდვების ქსელში მსოფლიო ქართულ ენაზე სუბტიტრირებულ ფილმს იხილავს. რაც შეეხება ფილმის ქართულ ენაზე დუბლირებას, ეს GFM Studio-ს ბაზაზე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შესრულდა. მოგეხსენებათ, რომ დუბლირებაში იგულისხმება ფილმიდან ორიგინალური დიალოგების ამოღება და ხელახლა გახმოვანება რომელიმე (ამ შემთხვევაში ქართულ) კონკრეტულ ენაზე და არა ფილმის ხმოვანების ჩაწევა და ორიგინალურ ხმაზე ახალი გახმოვანების ზემოდან დადება (როგორც ხშირად გვხვდება ხოლმე ქართულ მედია სივრცეში). ფილმის ქართული ვერსია გაყიდვების ქსელში არ გამოსულა, რადგან მისი ლიმიტირებული ტირაჟირება კონკრეტულ მიზნებს ემსახურებოდა. ფილმის შეძენა ქართულენოვანი სუბტიტრებით შესაძლებელია ფილმის ოფიციალური საიტიდან. DVD-ს გამოწერა ასევე შესაძლებელია Amazon.com ინტერნეტ-მაღაზიის ამერიკული ფილიალიდან. |


