| Batal28 |
|
|
|
GFM Studio-ს ჯგუფმა დაასრულა ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის Batal28 პროექტზე მუშაობა და ამჟამად მიმდინარეობს წინასაპროდუქციო პერიოდი. შეიკრიბა შემოქმედებითი ჯგუფი, შეირჩა მსახიობები. ავტორი და რეჟისორი: შალვა სამხარაძე თემა: აფხაზეთი და საქართველო, ურთიერთობები და მონატრება, საზღვრებში ძალით მოქცეული სიყვარული. ფილმის იდეა ორიგინალურია და რეჟისორი გვთავაზობს საინტერესო გადაწყვეტას. ასევე საინტერესოა თავად სათაური, რატომ Batal28 ... და თან ლათინურად? ფილმთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისათვის ან მედია-პაკეტისათვის დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელეფონზე: (32) 541717 |

