| უკანასკნელი ჯვაროსნების მიწაზე |
|
|
|
Trailer will start soon
თუ თქვენს გულში გამოძახილს პოულობს ისეთი სიტყვები, როგორებიცაა „ტერა ინკოგნიტა“,„დაკარგული მიწა“, „უკანასკნელი ჯვაროსნები“; გიზიდავთ საკრალული ისტორიები და თავგადასავლები; მაშასადამე ჩვენი მომავალი ფილმი თქვენთვისაა. კავკასიის სიღრმეში, ამ მარად ყინულოვან მწვერვალებს შორის დაფენილ მიწას ხევსურთა ჯვრის და მთების დამცველთა მიწა ეწოდება. ის მსოფლიოსათვის მიკარგული და დავიწყებულია. შუა საუკუნეებში ხევსურები მთიდან ეშვებოდნენ მხოლოდ ქართველი მეფეების გამოძახებით, რათა კრიტიკულ სიტუაციაში ეხსნათ მუსლიმანთა თარეშისგან ყოველ მხრივ შევიწროებული ქართველთა სამეფო. ეფის პირადი დაცვის შერჩევაც სწორედ ხევსურებისგან ხდებოდა. ხევსურეთი საუკუნეების განმავლობაში ამაგრებდა საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარს. ხევსურეთმა მესაზღვრის ფუნქცია დაკარგა XIX საუკუნეში, როდესაც მზარდმა და მშიერმა რუსეთის იმპერიამ ჩაყლაპა საქართველო და გააუქმა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. ამას შემდეგ ხევსურეთი ნელ-ნელა წარსულში ჩაიძირა და მივიწყებულ იქნა.. 1930-იან წლებში დასავლეთისთვის უცნობი კულტურის აღმოჩენამ ამერიკელი მოგზაური რ. ჰალიბარტონი გააოგნა. შუა საუკუნოვან ჯაჭვის პერანგებსა და ფარ-ხმალში გამოწყობილი ხევსურები ყოველდღიურ სამხედრო წრთვნას გადიოდნენ და დიდი იმედით ელოდებოდნენ იმ დღეს, როდესაც მეფე ისევ დაუძახებდათ წმინდა მოვალეობის შესასრულებლად. კომუნისტებმა შეძლეს ბოლომდე დაენგრიათ ხევსურთა ყოფა, მათ გადაუჭრეს მთავარი ფესვი -„მთა“ და ისინი ხელოვნურად ბარში გადაასახლეს. დღეს ხევსურეთი კვდება. ახალ თაობას აღარ სურს იცხოვროს მთის რთულ პირობებში. მხოლოდ თითო-ოროლად დარჩენილ ჯიუტ მოხუცებს არ უნდათ მისი დატოვება და ბოლომდე ერთგულად იცავენ თავიანთი გვარის ნასახლართა ნანგრევებს. დოკუმენტური ფილმის იდეა ფოკუსირდება სამ უხუცეს ხევსურზე, რომლებიც ხევსურული ფარიკაობის —„ჭრა-ჭრილობის“ უკანასკნელი ოსტატები არიან (მათი ნაიარევი სხეული გულგრილად ვერ დატოვებს ვერცერთ ადამიანს).
|

