Blu-Ray და DVD PDF ელფოსტა
Blu-Ray ან DVD დისკის გამოცემა და რეპლიკაცია რთული პროცესია.

ჩვენ ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში დაგეხმარებით.
 
გამოცემის ყველა ეტაპზე — დეველოპმენტი, ენკოდირება, დიზაინი და ავტორინგი, რეპლიკაცია — ჩვენი ექსპერტები შეისწავლიან თქვენი პროექტის მოთხოვნებს და  თანამედროვე ინდუსტრიის სტანდარტებისა და პროექტის ბიუჯეტის შესაბამის გადაწყვეტილებებს შემოგთავაზებენ.

დეველოპმენტი და ენკოდირება
 
Blu-Ray ან DVD მატარებელზე პროდუქციის გამოცემაში ერთ-ერთი უმთავრესი პირობა თავად პროდუქციაა.  ჩვენ დაგეხმარებით მასალის ავტორინგის პროცესისათვის საუკეთესოდ მომზადებაში
 
ჩვენ ასეგე დაგეხმარებით დისკზე დამატებითი ბონუს-მასალის
მომზადებაში, Blu-Ray დისკის წარმოების შემთხვევაში სტანდარტული განზომილების გამოსახულების მაღალგანზომილებიან ვიდეოში გარდაქმნაში (HD upconversion), ფერთა კორექციაში, სხვადასხვა ანალოგურ და ციფრულ ფორმატებს შორის ტრანსკოდირებაში, ასევე საფინალო პროფესიულ ენკოდირებაში.
 
GFM Studio ასევე გთავაზობთ თქვენი მასალის ტრანსკრიფტირებას და ამორჩევადი მრავალენოვანი სუბტიტრების შექმნაში ნებისმიერი მარტივი და კომპლექსური დამწერლობის გამოყენებით.
 
ჩვენ ასევე საშუალებას გაძლევთ დაურთოთ მასალას დამატებითი აუდიო-ბილიკები, სხვადასხვა ენაზე გახმოვანებების ან დამატებითი საინფორმაციო კვალის სახით.
 
დიზაინი და ავტორინგი
 
მენიუსა და გარეკანის დიზანი ასევე მნიშვნელოვანი პროცესია პროფესიული შესახედაობის დისკის გამოსაცემად.
 
ჩვენი დიზაინერები და ავტორინგის ესპერტები თქვენთან ერთად შეიმუშავებენ თქვენი მოთხოვნების შესაბამის მენიუს დიზაინისა და ინტერაქტიული მულტიმედია კონცეფციას, ასვე გარეკანის დიზაინს.
 
ავტორინგის პროცესში ჩვენ გთავაზობთ ინტერაქტიული მენიუს შექმნის სხვადასხვა სახის სრულ კომპლექსულ პროგრამირებას, მათ შორის ამორჩევადი კამერის პერსპექტივისა და გამრავლებისგან დაცვის სხვადასხვა მეთოდის (RCE, Region Code restriction, copy protection და ა.შ.) მხარდაჭერას.
 
თქვენს მიერ ამორჩეული სერვისი ფორმატის მიუხედავად თქვენ მიიღებთ მაღალპროფესიულ, თანამედროვე მულტიმედია მენიუს დიზაინს, ნავიგაციის ავტორინგსა და მენიუს სტრუქტურის მაღალხარისხიან ენკოდირებას.
 
მომავლის სტანდარტი — Blu-Ray Live (Profile 2.0) მხარდაჭერა
 
ჩვენი აქტიურად ვმუშაობთ ახლად შემუშავებულ BD-Live (Profile 2.0) სრული ადაპტაციის სრულყოფაზე.
 
BD-Live ახლად შექმნილი პროფილია, რომელიც მაყურებელს ახალი განზომილების შესაძლებლობებს თავაზობს, მათ შორის Blu-Ray დამკვრელის ინტერნეტ-კავშირის საშუალებით დამატებით ინტერაქტიულ შესაძლებლობებს.
 
BD-Live-ის საშუალებით მაყურებელს შეუძლია ჩამოტვირთოს დამატებითი მასალა,  გამოიყენოს მრავალფეროვანი ფუნქციები, როგორიცაა განაწილებული (peer to peer) კავშირი, მაყურებლების ერთმანეთთან ინტერაქცია, ექსკლუზიურ ონლაინ-ივენთებში მონაწილეობა, თამაშების მხარდაჭერა და მრავალი სხვა.
 
რეპლიკაცია
 
მასტერ-ასლის დასრულების შემდეგ შესაძლებელია მისი გადაგზავნა ქარხანაში რეპლიკაციისათვის.

ეს მეთოდი სამომხმარებლო Blu-Ray და DVD დამკვრელებთან, ასევე კომპიუტერებთან, 100%-იან თავსებადობას იძლევა.  რეპლიკაციის ყოველ ეტაპს ჩვენი ექსპერტები მუდმივად ადევნებენ თვალყურს.
 
შესაბამისი შეფუთვის შემდეგ პროდუქტი მზად იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო დისტრიბუციისათვის.
 
დისტრიბუციის სერვისებისათვის მოინახლეთ დისტრიბუციის განყოფილება.
 
გთხოვთ გაივალისწინოთ, რომ ჩვენ ამ ეტაპზე არ გთავაზობთ დისკების გამრავლების არაპროფესიულ, დუპლიკაციის მეთოდს. 
 

ბლიც - სიახლეები

სრულდება ახალი ქართული ანიმაციის - "თეთრი ყვავილი და თეთრი პეპელა"-ს წარმოება. ფილმი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ იქნა დაფინანსებული. ამჟამად მუშავდება ფილმის ხმოვანი ნაწილი. იხილეთ ვრცლად

...

დასრულდა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "ღვინის აკვანი" ერთობლივი წარმოება. GFM Studio-ს და "ახალგაზღდა რეჟისორთა კავშირი -ახალი სტუდიის" ერთობლივი ნაწარმის საპრემიერო ჩვენება უახლოეს ხანებში იგეგმება. ფილმის გადაღებები და დამუშავება მთლიანად GFM Studio-ს ბაზაზე განხორციელდა. მონტაჟის შემდეგ ფერის და ხმის კორქცია "სტუდია სანო"-ში დასრულდა. იხილეთ ვრცლად

...

GFM Studio აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციასთან "ადამიანი გაჭირვებაში". ამავე ორგანიზაციის დაკვეთით სტუდია ქართულად ახმოვანებს დოკუმენტურ ფილმებს. პროექტის ფარგლებში უკვე გახმოვანდა 6 ფილმი. პროექტი კვლავაც გრძელდება.

...

სრულდება ახალი ქართული ანიმაციის - "თეთრი ყვავილი და თეთრი პეპელა"-ს წარმოება. ფილმი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ იქნა დაფინანსებული. ამჟამად მუშავდება ფილმის ხმოვანი ნაწილი. იხილეთ ვრცლად

Your are currently browsing this site with Internet Explorer 6 (IE6).

Your current web browser must be updated to version 7 of Internet Explorer (IE7) to take advantage of all of template's capabilities.

Why should I upgrade to Internet Explorer 7? Microsoft has redesigned Internet Explorer from the ground up, with better security, new capabilities, and a whole new interface. Many changes resulted from the feedback of millions of users who tested prerelease versions of the new browser. The most compelling reason to upgrade is the improved security. The Internet of today is not the Internet of five years ago. There are dangers that simply didn't exist back in 2001, when Internet Explorer 6 was released to the world. Internet Explorer 7 makes surfing the web fundamentally safer by offering greater protection against viruses, spyware, and other online risks.

Get free downloads for Internet Explorer 7, including recommended updates as they become available. To download Internet Explorer 7 in the language of your choice, please visit the Internet Explorer 7 worldwide page.