| სერვისები |
|
|
|
სტუდია გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს: მხატვრული და დოკუმენტური ფილმების წარმოება (ფილმწარმოების ყველა ეტაპი), სტოპები, ვიდეოკლიპები და სარეკლამო რგოლები როგორც საეთერო, ისე კაბელური ტელევიზიისათვის, ბიზნესცენტრების შიდა ქსელისათვის, სასტუმროებისა და სუპერმარკეტებისათვის, პრეზენტაციებისათვის, ვიტრინებისა და გამოფენებისათვის.ასევე ჩვენი სტუდია გთავაზობთ საიუბილეო საღამოების, ბანკეტების, შეხვედრების, მნიშვნელოვანი თარიღების, დღესასწაულების ფოტო და ვიდეო გადაღებას. გადაღებებს პორტფოლიოსათვის, ყველა სახის სტუდიურ, ფოტო და ვიდეო გადაღებას. გამოსახულების და ხმის მონტაჟს, სპეცეფექტების შექმნას, კომპიუტერულ და 3D ანიმაციას. ასევე ყველა სახის ფირის ციფრულ ფორმატში გადაყვანას, DVD დისკების ჩაწერასა და ტირაჟირებას, დისკის გარეკანის დამზადებასა და დისკზე ბეჭდვას. სტუდიას აქვს რესურსი აწარმოოს ვიდეო თუ მულტიმედიის ყველა ეტაპი. სტუდიაში არის გადაღებისათვის, ციფრული მონტაჟის, კომპიუტერული გრაფიკის, ხმასთან სამუშაო უახლესი აპარატურა. ჩვენი მიზანია მომსახურება მოვარგოთ თქვენს ბიუჯეტს! სარეკლამო რგოლის ფასი განისაზღვრება: •შერსულების სირთულით; •ვიდეოგადაღების მოცულობით; •მოქმედი მსახიობების რაოდენობით, •ხარისხითა და ჰონორარებით, •რეკვიზიტისა და ტექნიკის სახესხვაობებით, •გადასაღები დღეების და ადგილების რაოდენობით. ასევე მნიშვნელოვანია მოსამსაზადებელი სამუშაოების სპეციფიკა, კომპიუტერული გრაფიკისა და სპეცეფექტების სირთულე.თქვენ მხოლოდ მოგვაწოდეთ იდეა და დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ. თუ ესეც არ გაქვთ, შემოგთავაზებთ თქვენთვის სასურველ და მოსაწონ ვარიანტებს.თუ გსურთ გრაფიკული დიზაინის დამუშავება, ორიგინალური და ლამაზი ტიტრების შექმნა - ამაზე ჩვენი დიზაინერები იზრუნებენ. შესაბამისად, შეკვეთის ფასი შეიძლება მერყეობდეს 100–დან 100000 დოლარამდე. ჩვენი სტუდია ორიენტირებულია დამკვეთის მოთხოვნებზე და სრულად ითვალისწინებს მის გემოვნებასა და ინტერესებს. ჩვენ ვპოულობთ ოქროს შუალედს მაყურებლის აღქმას, დამკვეთის სურვილებსა და თანამედროვე ტექნიკურ შესაძლებლობებს შორის. შეკვეთის დამზადების ვადები განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს სირთულის მიხედვით და წინასწარ თანხმდება დამკვეთთან. შეკვეთაზე მუშაობა იწყება მხოლოდ მისი მთლიანი ღირებულების 50% გადახდის შემთხვევაში, დანარჩენი 50% გადაიხდება შეკვეთის ჩაბარებისთანავე.დიდი მოცულობის შეკვეთის შემთხვევაში გათვალისწინებულია ფასდაკლება 10–20%, ხოლო ხანგრძლივი თანამშრომლობის შემთხვევაში – საგრძნობი ფასდაკლება. აუცილებლობის შემთხვევაში გარანტირებულია დამკვეთისა და მასალის კონფიდენციალობა. GFM studio გთავაზობთ საშემოდგომო ფასდაკლებას შემდეგი სახის მომსახურებაზე:სარეკლამო რგოლების შექმნა:სატელევიზიო რეკლამის ეფექტურობას განსაზღვრავს ორი ფაქტორი: კომპლექსური ზემოქმედება (ვიზუალური და ხმოვანი) და საშუალება სრულიად მოიცვა მაყურებელი. სარეკლამო რგოლის საეთერო დრო საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს მაყურებლის მიერ ინფორმაციის მიღების დრო და გათვლილია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ამა თუ იმ ინფორმაციას კონკრეტული სამიზნე ჯგუფი. თუ თქვენ სწორად დაგეგმავთ სარეკლამო რგოლის შინაარსს, მისი განთავსების ადგილსა და დროს, თქვენი წარმატება ძალიან მოკლე დროში შესამჩნევი გახდება. ვიდეორეკლამა–მაყურებელზე ძლიერი ზემოქმედების საშუალება. კარგი გამოსახულება, რომელსაც ერთვის ეფექტური ხმა, არის ბერკეტი კომპანიის, პროდუქციის, თუნდაც საკუთარი თავის წარმოსაჩენად. რეკლამის ფორმა და შინაარსი ქმნის შეუდარებალ იმიჯსა და რეპუტაციას.კომერციული სარეკლამო რგოლის დანიშნულებაა მოხდეს კონკრეტული შენაძენის გაკეთება კონკრეტულ ადგილას. საიმიჯო რგოლი კი ქმნის დადებით გამწყობას გარკვეული მარკის, პროდუქტის მიმართ, და მას ცნობადს ხდის. სარეკლამო საინფორმაციო სიუჟეტი - ასეთ სიუჟეტს იყენებენ მნიშვნელოვანი მოვლენის, პრეზენტაციის, ახალი გამოფენისა თუ მაღაზიის, დაწესებულების, სერვის ცენტრის გახსნის შემთხვევებში. სიუჟეტი (რეპორტაჟი) არის ერთგვარი არაპირდაპირი რეკლამა, სადაც ხდება კომპანიის სრულად წარდგენა. ასეთი სიუჟეტის ქრონომეტრაჟი ჩვეულებრივ 1 ან 2 წუთია, თუმცა დამკვეთის სურვილისამებრ შეიძლება განისაზღვროს ქრონომეტრაჟი. ასეთი სიუჟეტის დამზადებისას სასურველია მოლაპარაკება შედგეს იმ ტელეკომპანიასთანაც რომელშიც დაიგეგმება სიუჟეტის გაშვება, რათა არ მოხდეს შეუთავსებლობა თქვენსა და ტელევიზიის ინტერესებს შორის. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოვახდენთ თქვენი და ტელევიზიის ინტერესების თანხვედრას. საპრეზენტაციო ფილმი – ესაა შეთავაზება კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის. იგი ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა წარმოაჩინოთ თქვენი ორგანიზაციის შესაძლებლობები, პროდუქცია და გააცნოთ მომხმარებელს თქვენი წარმოების თავისებურებები თუ პრიორიტეტები. ფილმი მოიცავს სრულ ინფორმაციას კომპანიაზე. წარმოაჩენს მისი განვითარების დინამიკას. შესაძლებელია ჩართული იყოს ინტერვიუები ორგანიზაციის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებთან. კორპორატიული ფილმის მეშვეობით მარტივად და ეფექტურად ხდება პარტნიორების, კლიენტების, ინვესტორების ინფორმირება და რეკლამირება. საქმიანი შეხვედრების, ბრიფინგების, კონფერენციების, სემინარების, პრეზენტაციების, საქმიანი აქტივობის დროს ხშირად ჩნდება მათი გადაღების აუცილებლობა. წერილობითი მასალა ვერ ახდენს მაყურებელზე ისეთ ზემოქმედებას, როგორც მაღალხარისხიანი ფოტო და ვიდეოგამოსახულება. ასეთი გადაღებები ქმნიან თქვენი კომპანიის სახელს, კორპორატიულ იმიჯს. კომპიუტერული გრაფიკა: კომპიუტერული გრაფიკა მყარად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, სულ უფრო მეტი და მეტი კლიპები მზადდება მისი გამოყენებით, ხოლო თუ ეს პროფესიონალურ დონეზეა გაკეთებული, რეკლამა იძენს მაყურებელზე ზემოქმედების დიდ ძალას. ჩვენი სტუდია თქვენი საიმედო პარტნიორია! |

