სუბტიტრირება PDF ელფოსტა

პროდუქციის საერთაშორისო დისტრიბუციისათვის, ასევე უცხოური პროდუქტის ადგილობრივ ბაზარზე დისტრიბუციისათვის სუბტიტრირება აუცილებელი კომპონენტია.

მიუხედავად იმისა, ფილმის საერთაშორისო დისტრიბუციის ქსელში გაშვებას აპირებთ, ფესტივალზებზე აგზავნით თუ უცხოური პროდუქციის ადგილობრივ მაყურებლამდე მიტანა გსურთ, სუბტიტრირება აუცილებელია ფილმის  მაყურებლის მშობლიურ ენაზე წარსადგენად.

მაღალხარისხიანი სუბტიტრების შექმნისათვის ჩვენი ექსპერტები პირველ ეტაპზე ფილმის დიალოგის და, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედების ტრანსკრიფტირებას და დროის კოდების აღრიცხვას განახორციელებენ (ე.წ. spotting პროცესი). შემდეგი საფეხურია ტექსტის სამიზნე ენაზე მაღალხარისხიანი თარგმნა და თანამედროვე კინოინდუსტრიაში არსებული კითხვადობისა და ადაპტაციის სტანდარტების გამოყენებით რედაქტირება.

როდესაც სუბტიტრების მომზადება დასრულდება, დანიშნუების და მოთხოვნილებების შესაბამისად, შესაძლებელია მისი ფილმთან სხვადასხვა სახით შერწყმა.

35მმ კინოფირის სუბტიტრირება

ლაზერული ამოტვიფვრა პოპულარული მეთოდია და 35მმ პოზიტივზე ტიტრების ლაზერული მეთოდით ამოწვას გულისხმობს. ეს მეთოდი მუდმივია, რაც ნიშნავს, რომ 35მმ ასლიდან სსსსუტმომავალში მოშორება შეუძლებელი იქნება.

ამ მეთოდის დადებითი მხარე ის არის, რომ კინოთეატრს სუბტიტრების საჩვენებლად რაიმე დამატებითი აპარატურა არ დაჭირდება და სუბტიტრები თავსებადი იქნება ნებისმიერ კინოთეატრთან, სადაც 35მმ ფირის გამშვები პროექტორი არის დამონტაჟებული

ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება ასლის ისეთ საერთაშორისო ფესტივალებზე წარსადგენად, სადაც სუბტიტრების პროექციისათვის განსაზღვრული საგანგებო სისტემა არ არის დამონტაჟებული, რომელიც ფირის პროექციის დროს სუბტიტრების ცალკეულ პროექციას გულისხმობს.

თუ სუბტიტრები ასეთი სახით 35მმ ფირის მრავალ ასლს უნდა გაყვეს, ჩვენ გირჩევთ პოზიტივების დაბეჭდვამდე სუბტიტრების ფენის ნეგატივზე დადებას.

სუბტიტრების ფენის ნეგატივზე დადება პოპულარული მეთოდია კინოთეატრთა ქსელებისათვის, რომლებიც მრავალ კინოეკრანს ფლობს და მაგ. ქვეყნის მასშტაბით ფილმის მრავალ ეკრანზე ერთდროულად გაშუქებას გეგმავს და შესაბამისად 35მმ პოზიტივის მრავალ ასლს ბეჭდავს.

ამ მეთოდის განსახორციელებლად ჩვენ სუბტიტრების ფენას ნეგატივს შევუფარდებთ და პოზიტივებს ჩაშენებული მუდმივ სუბტიტრებთან ერთად დავბეჭდავთ.  დაბეჭდვის შემდგომ შესაძლებელი იქნება პოზიტივების მრავალ კინოეკრანზე დისტრიბუცია.  კინოთეატრებს სუბტიტრების საჩვენებლად დამატებითი აპარატურა არ დაჭირდება.

ციფრული კინოთეატრების თანამედროვე სუბტიტრირების სისტემები ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული თანამედროვე ტექნოლოგიაა.  ეს მეთოდი თითოეულ საპროექციო ოთახში საგანგებო სუბტიტრირების აპარატურის დამონტაჟებას საჭიროებს. აპარატურა უნდა შეესაბამებოდეს კინოთეატრში დამონტაჟებულ ციფრული ხმის სისტემას და მოქმედებს ფილმის ციფრულ ხხმასთან სინქონში — თქვენ უბრალოდ მოათავსებთ სუბტიტრების CD დისკს სისტემაში და იგი ავტომატურად მოახდენს სუბტიტრების ფილმის დროის კოდთან სინქონიზაციას და სუსბტიტრების გამოსახულების ზედაპირზე გაშუქებას.

ას მეთოდი არ უშუალოდ არ ეხება თვითონ 35მმ პოზიტივს, შედეგად სუბტიტრების ჩაქრობა ან სხვა ენის სუბტიტრებით შეცვლა ნებისმიერი სეანსის დროს არის შესაძლებელი.

სუბტიტრირების აპარატურის დამონტაჟების შემდეგ თითოეული ფილმისთვის სუბტიტრების CD-ს სახით გამოცემა სუბტიტრირების სხვა მეთოდებთან შედარებით საგრძნობლად ნაკლებ დროსა და რესურსებს საჭიროებს.

სუბტიტრირების საპროექციო პრიმიტიული სისტემა არ არის 35მმ ფირმზე სუბტიტრების ჩვენების საუკეთესო გავრცელებული მეთოდი, თუმცა ამ მეთოდს ხშირად იყენებენ პატარა ზომის თეატრები ან ფესტივალები და საგანგებო პრეზენტაციები, მეთოდის დაბალი ღირებულების ან დროებითი გადაწყვეტილების აუცილებლობის გამო.

Blu-Ray, DVD დისკების და სატელევიზიო სუბტიტრირება

დისკის ორივე ფორმატს გააჩნია მრავალენოვანი ამორჩევადი სუბტიტრირების დაპროგრამების შესაძლებლობა.  საწყისი დისკის ავტორინგის დროს სუბტიტრების ჩართვასთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია ხელახალი ავტორინგი გავუკეთოთ არსებულ Blu-Ray და DVD დისკებს და დავამეტოთ სუბტიტრებს ახალ ენებზე.  სუბტიტრების ამორჩევა ან გაუქმება დისკის ინტერაქტიული მენიუდან და დამკვრელების სამართვაი პულტიდან არის შესაძლებელი.

სატელევიზიო გადაწყვეტილებისათვის ჩვენ შეგვიძლლია შემოგთავაზოთ პირდაპირ ეთერში სუბტიტრირება (ე.წ. live subtitling ან live captioning) — ეს მეთოდი მრავალ ქვეყანაში გამოიყენება ახალი ამბების გამოშვებების, ცოცხალი შოუების სუბტიტრირებისათვის.  თუ გადაცემა პირდაპირ ეთერში არ გადის, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ არაპირდაპირი სუბტიტრირება (offline subtitling), რაც არსებულ გამოსახულებაზე ტიტრების დამატებას გულისხმობს სხვადასხვა სახით.  თუ ტიტრი გამოსახულებას გაყვება, მაყურებელს ტიტრების სანახავად დამატებითი მოწყობილობა არ დაჭირდება. თუ ტიტრი გამოსახულებას არახილულ სიხშირეზე გაყვება, მაშინ მაყურებელს სუბტიტრების საგანგებო დეკოდერი დაჭირდება.  ევროპის ქვეყნებში ასევე გამოიყენებაარჩევადი სუბტიტრირების ტელეტექსტის მეთოდი, რაც მაყურებლის ტელევიზორზე  ტელეტექსტის დეკოდერის არსებობას საჭიროებს.

უმეტესი ქვეყნა უცხოენოვანი ფილმების დისტრიბუციისას სუბტიტრირების მეთოდს იყენებს, თუმცა უცხოენოვანი საბავშვო ან ანიმაციური ფილმის დისტრიბუციისას თითქმის ყველგან გახმოვანებას მიმართავენ. 

 

ბლიც - სიახლეები

დასრულდა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "ღვინის აკვანი" ერთობლივი წარმოება. GFM Studio-ს და "ახალგაზღდა რეჟისორთა კავშირი -ახალი სტუდიის" ერთობლივი ნაწარმის საპრემიერო ჩვენება უახლოეს ხანებში იგეგმება. ფილმის გადაღებები და დამუშავება მთლიანად GFM Studio-ს ბაზაზე განხორციელდა. მონტაჟის შემდეგ ფერის და ხმის კორქცია "სტუდია სანო"-ში დასრულდა. იხილეთ ვრცლად

...

ჩვენმა ტექნიკურმა განყოფილებამ გააუმჯობესა Blu-Ray Live (BD-Live) სპეციფიკაციის მხარდაჭერა. ფორმატი Blu-Ray დისკების დაპროგრამებისას ნოვატორული ინტერაქტიული ფუნქციების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. BD-Live (იგივე Profile 2.0) ფილმების სამომხმარებლო ბაზარზე გამოცემის სამომავლო ფორმატია.

...

დასრულდა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "ღვინის აკვანი" ერთობლივი წარმოება. GFM Studio-ს და "ახალგაზღდა რეჟისორთა კავშირი -ახალი სტუდიის" ერთობლივი ნაწარმის საპრემიერო ჩვენება უახლოეს ხანებში იგეგმება. ფილმის გადაღებები და დამუშავება მთლიანად GFM Studio-ს ბაზაზე განხორციელდა. მონტაჟის შემდეგ ფერის და ხმის კორქცია "სტუდია სანო"-ში დასრულდა. იხილეთ ვრცლად

...

GFM Studio აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციასთან "ადამიანი გაჭირვებაში". ამავე ორგანიზაციის დაკვეთით სტუდია ქართულად ახმოვანებს დოკუმენტურ ფილმებს. პროექტის ფარგლებში უკვე გახმოვანდა 6 ფილმი. პროექტი კვლავაც გრძელდება.

Your are currently browsing this site with Internet Explorer 6 (IE6).

Your current web browser must be updated to version 7 of Internet Explorer (IE7) to take advantage of all of template's capabilities.

Why should I upgrade to Internet Explorer 7? Microsoft has redesigned Internet Explorer from the ground up, with better security, new capabilities, and a whole new interface. Many changes resulted from the feedback of millions of users who tested prerelease versions of the new browser. The most compelling reason to upgrade is the improved security. The Internet of today is not the Internet of five years ago. There are dangers that simply didn't exist back in 2001, when Internet Explorer 6 was released to the world. Internet Explorer 7 makes surfing the web fundamentally safer by offering greater protection against viruses, spyware, and other online risks.

Get free downloads for Internet Explorer 7, including recommended updates as they become available. To download Internet Explorer 7 in the language of your choice, please visit the Internet Explorer 7 worldwide page.