აღწერა
ჩვენი გუნდი ჩართული იყო უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის - მაკაბი თელ-ავივი და შერიფ ტირასპოლი - პირდაპირი ტრანსლაციის წარმოებაში, სადაც მაღალი დონის ევროპული მატჩის სრულფასოვანი გაშუქება უზრუნველვყავით.
მატჩის გადასაღებად ექვსკამერიანი სისტემა გამოვიყენეთ, რამაც საშუალება მოგვცა, თამაში სხვადასხვა რაკურსიდან გადმოგვეცა - მოედანზე მიმდინარე მოქმედებებიდან დაწყებული, მატჩის ატმოსფეროსა და მნიშვნელოვანი მომენტების დაფიქსირებით დასრულებული.
ძირითად სატელევიზიო წარმოებასთან ერთად, სრულად გამართული VAR სისტემითაც ვიმუშავეთ და პროცესში უცხოელ VAR გუნდთან მჭიდრო კოორდინაცია გვქონდა. ასეთი ტიპის წარმოება ზუსტ კომუნიკაციას, ტექნიკურ გამართულობასა და ყველა მონაწილე გუნდის შეთანხმებულ მუშაობას მოითხოვს.
ამ ვლოგში სწორედ ამ სამუშაო პროცესის მეორე მხარეს გაჩვენებთ - ადამიანებს, ტექნიკასა და გუნდურ მუშაობას, რომლებიც მაყურებლისთვის მაღალი ხარისხის ევროპული ფეხბურთის პირდაპირი ტრანსლაციის შექმნას უზრუნველყოფს.
ვიდეო პროვაიდერიდან მხოლოდ დაკვრის დაჭერის შემდეგ ჩაიტვირთება.

