დეტალური აღწერა
ცოცხალი ეთერი თანამედროვე სატელევიზიო და ციფრული მედიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. პრაქტიკულად ნულოვანი დაგვიანების მქონე სისტემების გამოყენებით, პირდაპირი ტრანსლაცია საშუალებას იძლევა მიმდინარე ღონისძიება რეალურ დროში მიეწოდოს აუდიტორიას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მიუხედავად ფიზიკური დასწრების რაოდენობისა.
ბოლო 20 წლის განმავლობაში GFM Studio დამკვიდრდა როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ცოცხალი ეთერის მიმართულებით. ჩვენი პორტფელი მოიცავს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების პირდაპირ ტრანსლაციას, მათ შორის პოლიტიკური პროგრამების, კონფერენციების, საერთაშორისო ფორუმების, სატელევიზიო შოუების, კონცერტების, ორგანიზაციების პრეზენტაციების, კორპორატიული და სადღესასწაულო ღონისძიებების, ბიზნეს შეხვედრებისა და საგანმანათლებლო ლექციების.
განსაკუთრებული გამოცდილება გვაქვს სპორტული ღონისძიებების ტრანსლირებაში. დღემდე განხორციელებულია დაახლოებით 1500 სპორტული პირდაპირი ეთერი, მათ შორის ფეხბურთი, კალათბურთი, ფუტზალი, წყალბურთი, ფარიკაობა, ტანვარჯიში და სათხილამურო შეჯიბრებები. მხოლოდ საფეხბურთო მატჩების პირდაპირი ტრანსლაციების რაოდენობა 1000-ს აჭარბებს.
ჩვენ გვქონია თანამშრომლობა ისეთ საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა UEFA და FIBA.
სტუდია ფლობს სამ მოძრავ სატელევიზიო სისტემას, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. ეს მოიცავს მაღალი ხარისხის კამერებს, გრაფიკული ელემენტების ჩასმას პირდაპირ ეთერში, აუდიო-ვიდეო სიგნალების მონიტორინგს სხვადასხვა ეკრანზე, მასტერ სიგნალის ჩაწერას Full HD და 4K ფორმატში, ასევე თითოეული კამერის გამოსახულების ცალკე ჩაწერას შემდგომი მონტაჟისთვის.
ტექნიკური ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს კამერის სიგნალის დიდ მანძილზე გადაცემას ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირის მეშვეობით. ცოცხალი ეთერის დროს რეჟისორს აქვს მუდმივი ორმხრივი კავშირი ოპერატორებთან, რაც უზრუნველყოფს შეუფერხებელ სამუშაო პროცესს.
ტრადიციულ სატელევიზიო მაუწყებლობასთან ერთად, ინტერნეტ-სტრიმინგი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენი სისტემები საშუალებას იძლევა ერთდროულად განხორციელდეს პირდაპირი ტრანსლაცია და ჩაწერა ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა YouTube, Facebook ან სხვა შესაბამისი სერვისები. მაყურებელს შეუძლია პირდაპირ ეთერში ყურება, დროის უკან გადახვევა ან ჩანაწერის ნახვა ღონისძიების დასრულების შემდეგ.
შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე პლატფორმაზე მაუწყებლობა და მასალის პარალელური ჩაწერა როგორც ორიგინალურ, ისე კომპრესირებულ ხარისხში, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად. კამერების რაოდენობა შეიძლება იყოს ერთიდან ათამდე.
სატელიტური და ინტერნეტ ტრანსლაციების დროს ხშირად ვიყენებთ დამატებით ტექნიკურ საშუალებებს, როგორიცაა საოპერატორო კრანი, სტედიკამი, დრონი, ურიკა-რელსი და სხვა. ასევე შესაძლებელია მულტიენოვანი მაუწყებლობა, რაც გულისხმობს ორიგინალური ხმის პარალელურად თარგმანის მიწოდებას სხვადასხვა ენაზე.
ჩვენს პრაქტიკაში არ ყოფილა ტექნიკური დავალება, რომელსაც ვერ მოვუძებნეთ ეფექტური გადაწყვეტა და ვერ განვახორციელეთ მაღალი ხარისხით.











